2023 წლის 13 მარტს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი და დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრა გამართავენ პროფესორ გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 15 თებერვლამდე უნდა გადმოგზავნონ მოხსენების სათაური, ხოლო 20 მარტს - სტატია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
დანართში იხ. სტატიის გაფორმების წესი.
სტატიების კრებული განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.
საკონტაქტო პირი: პროფ. ბელა ხაბეიშვილი; ასოც. პროფ. ეკატერინე ნავროზაშვილი